არაგვის სათავგადასავლო ცენტრი
არაგვის სათავგადასავლო ცენტრი ექსტრემისა და წყნარი დასვენების მოყვარულებს თბილისიდან სულ რაღაც 60 კილომეტრის მოშორებით, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობაში, გთავაზობთ მრავალფეროვან ტურებს. თქვენ აქ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ საჯომარდო, საკაიაკო და სამთო ველოტურებს შორის ან ნავებითა და კაიაკებით გაისეირნოთ ჟინვალის ტბაზე. თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც სურვილისდა მიხედვით ინდივიდუალურად დაგიგეგმავენ საინტერესო ტურებს. აქვე შეგეძლებათ იქირავოთ სამთო ველოსიპედები, კაიაკები და კარვები, ტურის დასრულების შემდეგ კი შეუკვეთოთ პიკნიკი. 
არაგვის სათავგადასავლო ცენტრში კომფორტული დასვენებისათვის კეთილმოწყობილია საპიკნიკე ფაცხები, საკემპინგე მოედანი და სანიტარული კვანძები.
დასველდით ფშავის არაგვის ჩქერებში 
ჯომარდობა, ანუ გასაბერი ნავებით მთის მდინარეებზე დაშვება,
გაიცანი საქართველო ინდივიდუალური ტურებით
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ გთავაზობთ მრავალდღიან ჯიპ-ტურებს
ლაშქრობა მაღალმთიანი კავკასიის მომაჯადოებელ ბუნებაში!
დატკბით ჟინვალის ტბის ფირუზისფერ წყალში ნაოსნობით ან დაიპყარით ფშავის არაგვის ჩქერები
აღმოაჩინე საქართვგელო ორ ბორბალზე 
მთის ველოსიპედებით მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება.
ცენტრი აწყობს ინდივიდუალურ ღონისძიებებს კომპანიებისა ან მეგობრების ჯგუფებისთვის.
დაგვიკავშირდით
ტელ: +995 555 298 297, +995 597 298 297
ელ. ფოსტა: info@adventure-center.ge
www.adventure-center.ge
ARAGVI ADVENTURE CENTER